ფარდობითი სიხშირე და ალბათობა
პროექტის მთავარი იდეა: მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა ხერხის გამოყენებით მიღებული შედეგების საფუძველზე ფარდობითი სიხშირის გამოთვლა. დადგენა რა შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ფარდობითი სიხშირე ხდომილობის ალბათობის შესაფასებლად.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლე გაიღრმავებსებს ცოდნას ფარდობითი სიხშირისა და ალბათობის შესახებ. უფრო კარგად შეისწავლის ფარდობითი სიხშირის ცხრილების აგებას და შეაფასებენ ხდომილობის ალბათობას.
პროექტის მიზნები: ფარდობითი სიხშირის გამოკვლევა დაკვირვებით. რა შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ფარდობითი სიხშირე ხდომილობის ალბათობის შესაფასებლად.
მონაწილეთა ასაკი:16 წელი.
ვადები/ხანგძლივობა: 3 დღე
პროექტის მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლე სხვადასხვა ცდის/ექაპერიმენტის/ საშუალებით შეისწავლის ფარდობითი სიხშირის ცხრილების, შესაბამისი დიაგრამისა და ჰისტოგრამის შედგენას. წარმოადგენს ალბათობის შეფასებას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: რვეული, საწერ კალამი, მონეტა, კამათელი სახაზავი ფანქარი, კალკულატორი.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დავყავი ორ ჯგუფად.ჯგუფში 5 მოსწავლე. დავალების შინაარსი ყველა ჯგუფისთვის ერთი და იგივეა,ოღონდ ექსპერიმენტისთვის საჭირო საგანია სხვადასხვა.
I–ჯგუფი ააგდებს მონეტას 100–ჯერ. დააფიქსირებს გერბისა და საფასურის მოსვლის სიხშირეს. შეადგენენ სიხშირეთა ცხრილს, გამოითვლიან ფარდობით სიხშირეს, დაგროვილ სიხშირეს. აგებენ შესაბამის დიაგრამას და ჰისტოგრამას.
II–ჯგუფი ააგდებს კმათელს 100–ჯერ და დააფიქსირებენ ციფრების მოსვლის სიხშირეს. დახაზავენ სიხშირეთა ცხრილს გამოითვლიან ფრდობით სიხშირეს და ააგებენ შესაბამის დიაგრამას.
მიღებული შედეგების მიხედვით ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციას შემდეგ გააკეთებენ დასკვნებს, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ფარდობითი სიხშირე ხდომილობის ალბათობის გამოსათვლელად.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ. XI. 14. აღწერს შემთხვევითი ექსპერიმენტის ელემენტარულ ხდომილობათა სივრცეს. თვლის დამოუკიდებელ ხდომილობათა ალბათობას. გამოთქვამს ვარაუდს ხდომილობის მოსალოდნელობის შესახებ /მაგ. ფარდობითი სიხშირის მიხედვით/ და ასაბუთებს ვარაუდის მართლზომიერებას.
პროექტის ხელმძღვანელი: თინათინ ხიმშიაშვილი
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tximshiashvili@gmail.com